ხელოვნური განაყოფიერება
ხელოვნური განაყოფიერება დონორის კვერცხუჯრედით
Self-Cycle Surrogacy Program
სუროგაცია დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებით
სუროგაცია შიდსით დაავადებულ მშობლებისათვის
PGD & PGS
ხელოვნური განაყოფიერება მთელს მსოფლიოში მიჩნეულია როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად უშვილობასთან ბრძოლის წინააღმდეგ. საქართველოში ხელოვნური განაყოფიერება კანონით ნებადართული პროცესია, რომელიც ხორციელდება ინ ვიტრო განაყოფიერებით ან დონორის სპერმის გამოყენებით, როდესაც ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება დედის სხეულის გარეთ და ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში განაყოფიერების შემდეგ. განაყოფიერება ტარდება მხოლოდ სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში და მას ატარებს შესაბამისი ლიცენზიის მქონე ექიმი (საქართველოს კანონი “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”. მუხლი 141)
ჩვენი კომპანია უზრნველყოფს ხელოვნური განაყოფიერების პროცესის განხორციელებას საქართველოში მოქმედ წამყვან კლინიკებში, შესაბამისი ლიცენზიისა და სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმებთან, რომელთა წარმატების მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება.
ხელოვნური განაყოფიერება დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებით საუკეთესო გზაა უშვილობის პრობლემის გადასაჭრელად, მაშინ, როდესაც პოტენციური მშობლის საკვერცხე ვეღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის კვერცხუჯრედს, რაც განაპირობებს უშვილობას.
ჩვენი კომპანია განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით არჩევს თითოეულ დონორს, ვინაიდან ვაცნობიერებთ მათ როლს, მნიშვნელობას სრული პროცესის მანძილზე. კლინიკას აქვს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონორების ბაზა, რაც პოტენციურ მშობელს საშულაებას აძლევს სურვილისამბრ განსაზღვროს თუ როგორი მონაცემების, მახასიათებლების მქონე კვერცხუჯრედის დონორი სჭირდება მას. მონაცემთა ბაზაში არსებულ ყველა დონორს გავლილი აქვს სრული სამედიცინო შემოწმება, აკმაყოფილებს ყველა აუცილებელ პირობას, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებულ, გარანტირებულ შედეგს.
კომპანიის დონორების ბაზის მრავალფეროვნება, ჩვენი გუნდის გამოცდილება და საუკეთესო ექიმების მიერ ჩატარებული პროცესი წარმატების უპირობო გარანტია.
test
უამრავი მცდელობისა და მკურნალობის შემდეგ, ხშირად სუროგაცია ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ მშობელმა განიცადოს შვილის ყოლის ბედნიერება და აიხდინოს მრავალი წლის სურვილი. ჩვენი კომპანია პოტენციურ მშობლებს, სთავაზობს სუროგაციის სრულ ციკლს დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებით. კომპანიის ბაზა დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი დონორებით, რომლებიც გადიან სრულ სამედიცინო გამოკვლევას, არიან ფსიქოლოგიურად ჯანმრთელები, არ აქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, არ მოიხმარენ ნარკოტიკებსა და სხვა საზიანო ნივთიერების შემცველ მედიკამენტებს, აქვთ სასიამოვნო გარეგნობა, განათლება და რაც მთავარია სრულიად აცნობიერებენ მათ როლსა და მნიშვნელობას სუროგაციის თუ ხელოვნური განაყოფიერების სფეროში.
კაცობრიობის არსებობის ისტორიას მრავალი ეპიდემია ახსოვს, მათ შორისაა აივ ინფექცია , რომელმაც აღმოჩენის დღიდან დიდი ყურადღება მიიქცია და მოკლე ხანში გლობალურ პრობლემად იქცა. ამ დაავადების წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს და დღემდე სადავოა მისი ზუსტი წარმოშობის ადგილი და თარიღი. აივ ინფექცია/შიდსი კლინიკურად პირველად აღწერეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1981 წელს. მსოფლიოში მილიონობით ადამიანია აივ ინფიცირებული და შიდსით დაავადებული.
თანამედროვე მედიცინის მიღწევებითა და პროფესიონალი ექიმების ხელშეწყობით ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს აივ ინფექციით დაავადებულ პაციენტთა მხარდაჭერას და მათზე მორგებული პროგრამის შეთავაზებას, რაც სრულიად უსაფრთხოა როგორც ბავშვისთვის, ასევე სუროგატი დედისათვის. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ოჯახი, ყველა უშვილო წყვილი იმსახურებს შვილის ყოლის ბედნიერებას და მზად ვართ ეს რთულად გასავლელი გზა შეგიმსუბუქოთ და ერთობლივი მუშაობით მივაღწიოთ სასურველ შედეგს.
test