კომპანია ‘’ვორლდ-ვაიდ სუროგასი’’ 2018 წლიდან განახლებული პროგრამითა და სახელით დაფუძნდა ქართულ ბაზრაზე. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდით, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ სუროგაციისა და დონაციის პროცესს საქართველოში. მაია ჩაკვეტაძე-კომპანიის დამფუძნებელი 2011 წლიდან ეწევა აღნიშნულ საქმიანობას და მისი თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება სუროგაციისა და დონაციის სფეროში კომპანიის წარმატების გარანტია. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს იმ უშვილო წყვილთა გაბედნიერება, რომლებსაც მკურნალობისა და უიმედობის წლები აქვთ გამოვლილი, კომპანიის მთავარ ფუნდამენტს ჩვენი გამოცდილება და წარმატების მაჩვენებელი წარმოადგენს. ქალბატონმა მაიამ 2002 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი-მედიცინის განხრით. წლების განმავლობაში ასევე წარმატებით მუშაობდა ბავშვთა და მოზარდთა რეანიმაციის განყოფილებაში, მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო ასოციაციების მიერ გამართულ არაერთკონფერენციასა თუ ტრენინგში. 2011წლიდან ქალბატონმა მაიამ აქტიურად დაიწყო მოღვაწეობა სუროგაციისა და დონაციის სფეროში და თავისი წვლილი შეიტანა უამრავი ქართველი თუ უცხოელი პაციენტის ოჯახის სრულყოფაში. ქალბატონი მაიას განათლება, სამუშაო გამოცდილება და პიროვნული თვისებები საფუძვლად დაედო კომპანიის წარმატებას და მცირე დროში მოწინავე ადგილი დაიკავა საერთაშორისო ბაზრზე. კომპანიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს სრულყოფილი, სანდო, წარმატებული, პიროვნებაზე ინდივიდუალურად მორგებული პირობების, პროგრამების შექმნა და პრაქტიკაში დანერგვა.